ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლოს კომენტარი დიბალას უთამაშებლობასთან დაკავშირებით

გუშინდელ შეხვედრაში პაულო დიბალას მონაწილეობა არ მიუღია.

არგენტინელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სანაკრებო ბატალიების გამოტოვებაც მოუწია, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში იყო იმედი რომ იგი შეძლებდა მცირე ხნით მინდორზე ყოფნას.

ეს თავად ანდრეა პირლომაც დაადასტურა:

“არგენტინელი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა სამწუხაროდ სხვადასხვა სახის პრობლემების გამო მისი სრულყოფილად გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

ექიმებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ დიბალა ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო.. 

ფიზმომზადების მწვრთნელისგან ასევე ვიყავი ინფომირებული, რომ პაულოს დღევანდელი კონდიციების გათვალისწინებით, მისი გამოყენება რამოდენიმე წუთით შეგვეძლო..

თუმცა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე იძულებულები გავხდით თამაშში სხვა ტიპის ფეხბურთელები ჩაგვერთო.”

4 thoughts on “პირლოს კომენტარი დიბალას უთამაშებლობასთან დაკავშირებით

  1. არა რა ეს რაღაც ახალია სქემის შეცვლა და გუშინწინდელი ფეხბურთელების ძირითადში დაყენება.პირლო არ უნდა რისკავდეს ასე არ მაქ ლაპარაკი მხოლოდ კროტონესთან მატჩზე.

  2. არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ მარა ეს ყველაფერი მგონია იმ ტქქნიკურით მიღებული საი ქულის ბრალია და ზუსტად ისე ეგონათ რო 3 ქულას კროტენესთან უკვე ჯიბაში ქონდათ ახლა მთავარია ლიგია და გუნდის კრიტიკა ჯერ მაინც ადრეა და არ შეიძლება ჩემი აზრით

  3. დიბი დაბრუნდება,იქით რონი,სანდრექსა წაგვეშველება,ბერნა ფორმაში ჩადგება..იმოდენა რესურსი და პოტენციალი გაგვაჩნია დავადუღებთ ერთიანად..forza biankoneri

Leave a Reply to batumski Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.