ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დემირალში 50 მილიონი? რამდენად შეესაბამება რეალობას?

რამდენიმე იტალიურ გვერდზე გაჩნდა ცნობები მერიჰ დემირალთან დაკავშირებით.

თუმცა, აღნიშნული სიახლეების პირველი წყარო თურქული მედია საშუალებებიდან მოდის.

მათი ცნობით ფეხბურთელთან დაკავშირებით ტურინელებმა მეგა შეთავაზება მიიღეს, რომელიც 50 მილიონ ევროს გულისხმობს.

ასეთი მსუყე წინადადება ლივერპულის მხრიდან გაკეთდა. ეპიდ ვითარების ფონზე, ასეთი ციფრების დაფიქსირება უდაოდ აღსანიშნავი ფაქტია, თუმცა..

დიახ, არავისთვის არის სიახლე რომ ინგლისელებს დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ სატრანსფერო ბაზარზე მსგავსი თანხების ხარჯვას ახლა ყველა ერიდება და ფონს გასვლა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემას ამჯობინებენ.

მეორეს მხრივ აღნიშნულ ცნობებში ისიც დაამატეს, რომ თითქოს იუვენტუსმა ლივერპულელები უარით გაისტუმრა, რაც სიმართლე ითქვას უფრო ირონიულია, ვიდრე ინგლისელთა შეთავაზების ალბათობა.

საქმე იმაშია, რომ ბოლო ხანებში დემირალთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. აგენტის ჩართვით, ფეხბურთელმა ხელმძღვანელობასთან სათამაშო პრაქტიკის არ ქონაზეც დაიწყო წუწუნი..

სიტუაციიდან გამომდინარე, დღეისათვის მერიჰის სათამაშო დრო დიდად გაიზარდოს, რთული წარმოსადგენია, რადგან ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მოიშუშა და ფორმაში შედის.. ლეონარდო ბონუჩი გამოცდილებით და სხვადასხვა ასპექტებით მწვრთნელის სიმპატიას იმსახურებს, ხოლო მატეის დე ლიხტის სტატუსი ყველასათვის ცნობილია.. რამდენიმეჯერ გამოჩნდა უკვე რადუ დრაგუსინიც, რომელთანაც კონტრაქტი მალე გახანგრძლივდება.

თუ გავითვალისწინებთ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს მაშინ ნათელი ხდება დემირალის ნერვიულობა.. მას ნაკრებში უბრალოდ ყოფნა კი არა სასტარტოში სურს ასპარეზობა.. პრაქტიკის გარეშე ეს ურთულესია, ასე რომ ლივერპულს მართლაც რომ შეეთავაზებინა, ძნელად წარმოსადგენია დღევანდელ რეალობაში იუვენტუსს 50 მილიონზე ეთქვა უარი.

7 thoughts on “დემირალში 50 მილიონი? რამდენად შეესაბამება რეალობას?

  1. ისე საქმე საქმეზე რომ მიდგეს გავასუხარებდი კაი ფასში დემირალს და რომეროს დავაბრუნებდი.

    ატალანტას რა გოლი გაუტანა თავით, რანაირად დაარტყა ვერ ვხვდები, დაცვაშიც ძალიან საიმედი და დემირალზე არანაკლები ჟილკიანია.

    1. დემირალს წელსაც ხშირი ტრავმიანობა თუ დაეწყო აუცილებლად უნდა გაყიდონ ზაფხულში.ხუმრობის გარეშე მაგას და კიელინის მოედანზე რო ვხედავ სუ იმის შიშები მაქ ტრავმა არ მიიღონ.მოუთმენლად ველი ხვალინდელ მატჩს ინტერი და კონტე უნდა გავკვანძოთ. 2-0 როგორ წავაგეთ თითქოს მოედანზე არ ვიყავით ისე ვეთამაშეთ ნუ სასტავიც გვაკლდა მარა მაინც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.