ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ვწუხვარ გატუზო გამო, თუმცა..”

დღეს, ჩვენი დროით 21:00 -ზე ნაპოლი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს.

ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა პრინციპულ ხასიათს ატარებს.

ჯენარო გატუზოს საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს. დადის ხმები, რომ ბიანკონერისთან მარცხის შემთხვევაში მას დაკავებულ თანამდებობას დაატოვებინებენ.

ანდრეა პირლოს სიტუაცია განსხვავებულია. მას ასე რადიკალურად არა აქვს საქმე, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და მაესტრომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი:

“ვწუხვარ რინოს გამო, თუმცა ეს ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. ვიცი რა მისი ხასიათი, იგი ბოლომდე შეეცდება სიტუაციის გამოსწორებას.

თუმცა, მასთან დიდი პატივისცემის მიუხედავად ყველას ჩვენი საზრუნავი და პრობლემები გვაქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც თავად გახლავართ.

რომასთან და ინტერთან ტაქტიკური ცვლილება გამოწვეული იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილებით. არის შეხვედრები, როდესაც მაღლა აწეული პრესინგია საჭირო, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ჯობს მეტოქის მოქმედებებს დაელოდო.

საბოლოო ჯამში კონკრეტული მოდული, მოწინააღმდეგედან გამომდინარეა არჩეული. 

შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები შეიმჩნევა, თუმცა საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში დიდი კოლექტივია, რომლებსაც ძალუძთ დავალებების შესრულება.

პაულო დიბალა თავს უკეთ გრძნობს და უახლოეს პერიოდში მის დაბრუნებასაც უნდა ველოდოთ. ანალოგიური სიტუაცია არის აარონ რემზის შემთხვევაშიც. 

ალვარო მორატა გამოჯანმრთელდა და არაა გამორიცხული საწყის წუთებშივე ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში არჩევანის საშუალება გვაქვს და ყველაფერს მატჩის წინ გადავწყვეტთ.”

22 thoughts on “ანდრეა პირლო:”ვწუხვარ გატუზო გამო, თუმცა..”

  1. ეს ბერნა ხო ავიკიდეთ ტრიპერივით, კესევსკიც არა ნაკლებია.

    კაროჩე რა, ლიგის ნახევრფინალამდე არ უნდა უყურო უვენტუსს, თუ გავლებ

    რაზე ვიშლი ნერვებს ასეთი უსუსური თამაშის ყურებით, რა ძალა მადგია გეგონება ცოტა პრობლემაა ცხოვრებაში … იბიომატ ….

  2. ბერნარდესკი და რემზი ზედმეტია გუნდში, ალექ სანდროც მაგარი ბანძია, იქნებ ვინმეს მოხვდეს და გავიდეს ტაქტიკით როდემდე უნდა ითამაშონ, თუ გინდა გაიგო როგორ ითამაშო @ლე ფეხბურთი იუვენტუსს უნდა უყურო, იმენა საქართველოს ნაკრებსაც რომ გაუკვირდება, ვინ სად დარბის ხუიოზნაეტ, მაკკენს ვაფშე რა უნდა ფლანგზე, სისწრაფე არ აქვს, არც ტექნიკით გამოირჩევა, თუ ჩაშლაზე ათამაშებ მაშინ დააყენე ცენტრალურ ნახევარმცველად, ან ამ კულუსევსკის რომ დაარბენინებს ატეხილი ხარივით ხომ უნდა ერქვას რა პოზიცია აქვს რა დავალება აქვს, ვერ გავიგე ვის რა ფუნქცია აქვს, შეტევაში ბენტანკური რომ მორატა რონალდოზე წინ გაიჩითება პროსტა ვერ ვწვავ რა ტაქტიკაა, ნახევარდაცვა იმდენად ჩმორია მორატა ჩამოდის ნახევარდაცვაში ბურთის მოსაპოვებლად

  3. საღოლ პირლოს, ამასაც მოხერხება უნდა, ასეთი უსუსური ნაპოლის წინააღმდეგ რომ წააგებ, რა გამართლება უნდა მოუძებნო

  4. rato emarteba yoveltvis aseti ragaca ligis tamaShi ro modis male imedia iq mainc gagcaxareben kielini ki martla uazrod iqnevs xelebs berna ras tamashobs tviton ar icis mokled erti sityvit dges modanze iuve marto meore taimshi iyo berna arcert taimshi samwuxarod

  5. ხომ შეიძლებოდა პირველივე ტაიმში გვეთამაშა იგივე შემართებით მაგრამ არა.ბონუჩი დემირალიდან ერთ ერთი უნდა დაეყენებინა რა და ბერნარდესკი საერთოდ უნდა გააქრონ. ნაპოლი დღეს იყო 0 არ უნდა წაგვეგო.

  6. ხომ შეიძლებოდა თავიდანვე გამოეყვანა ალექსანდრო მარცხნივ, დანილო მარჯვნივ, ხოლო კვადრადო დაეყენებინა ბერნანდესკის მაგივრად

  7. ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებს ნაპოლი და რა ქნა კიელინიმ ვერ გადაეჩვია ამ ხელების ქნევას რა.ყველანაირად ჩაჯ… ნაპოლის როგორ ვერ უნდა მოუგოთ.ბერნარდესკი არსად დაეკარგოს ტფუ.

    1. თან ძირითადის 2 ცენტრალური მცველი არ ყავთ ნაპოლის და ესენი რეენს შვტებიან, წესივრად არ შეუტევიათ.

  8. ეჰ, რონალდომ, რომ დაისვენოს, ვინ გვყავს სხვა, ბერნანდესკი? საერთოდ რატომ არის მოედანზე ვერ ვხვდები

  9. უეჭველი უნდა მოუგოთ სხვა გზა არ გვაქ.მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა 1 2 გოლს თუ გავტენიდით პირველივე ტაიმში. იგუაინი რა კაცია რამდენჯერ შეუფანფალა ნაპოლის.

  10. მოსაგები თამაშია,რიგი მიზეზების გამო კულიბალი,მანოლასი,მერტენსი დააკლდებათ ნეაპოლიტანებს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.