იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო პორტოს წინააღმდეგ
დღეს, იუვენტუსი პორტოს Estádio do Dragão -ზე დაუპირისპირდება და საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული შედეგის მიღწევას ეცდება.
ანდრეა პირლო ამ მატჩს გარკვეული საკადრო პრობლემებით ხვდება. იყო მოლოდინი, რომ აღნიშნული დაპირისპირებისთვის პაულო დიბალა ძალების აღდგენას მოასწრებდა და მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდებოდა.
ბიანკონერის გულშემატკივრების სამწუხაროდ არგენტინელი გუნდს კი გაყვა და განაცხადშიც შეიყვანეს, თუმცა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ჩანს ვარჯიშზე გარკვეული ნორმატივების ჩაბარება ისევ ვერ მოახერხა და მაესტრომ პროცესის ფორსირებაზე უარი თქვა.
პრობლემები აქვს ლეონარდო ბონუჩისაც, რომელიც დაახლოებით 20 დღის მანძილზე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. კარგი ამბავი არის ის რომ აარონ რემზი გამოჯანმრთელდა და ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნაშია.
ახლა კი ჩვეულად სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც სხვადასხვა იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით უნდა გაგაცნოთ:
ტაქტიკური მონახაზი 4-4-2 იქნება.
კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს, ხოლო საპირისპიროზე ალექს სანდროს უნდა ველოდოთ. მოთამაშეები, რომლებიც წლების წინ პორტოს რიგებში ირჯებოდნენ და ამ გუნდს მშვენივრად იცნობენ.
ცენტრალურ დუტეს მატეის დე ლიხტი და ჯორჯო კიელინი შეადგენენ.
შუახაზში მარჯვენა ფრთაზე ფედერიკო კიეზა გაირჯება, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. ცენტრში წესით და რიგით როდრიგო ბენტანკურსა და ადრიენ რაბიოს ვიხილავთ. მარცხენა ფრთაზე ამერიკელი უინსტონ მაკენი ითამაშებს.. თუმცა, თავადაც ხვდებით, რომ კიეზა – მაკინის პოზიცია პირობითია და ისინი 90 წუთის მანძილზე ხშირად იცვლიან პოზიციებს.
შეტევაში პირლომ განაცხადა, რომ ალვარო მორატა არ გადის იდეალურ პერიოდს.. შესაბამისად იტალიელი მიმომხილველების ღრმა რწმენით სასტარტოში დეიან კულუსევსკი იდგება, რომელიც კრიშტიანო რონალდუს გაუწევს პარტნიორობას.
გუშინ მთელი გუნდი ბერნანდერსკი იყო, ანუ *ლეები! ასეთი უსახური და გულისამრევი თამაშის გამო არ შემყვარებია იუვე მრავალი წლის წინ. თუ აგებდნენ გულს და სულს მაინც დებდნენ მოედანზე და ბოლომდე ომობდნენ. თავის ნიშას კარგავს იუვე ნელ-ნელა. დავიღალე უკვე ამ მორჩენილი ფეხბურთელების ყიდვით და თავისუფალ აგენტებზე ნადირობით, საბოლოო ჯამში *ლეებით გატენილი რჩება გუნდი. მებრძოლი და ხასიათის მქონე ფეხბურთელები აღარ არიან.
რახან მოხდა სასწაული და 1 გოლი შევაგდეთ დარწმუნებული ვარ გავალთ მარა სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდეს პირლო.გადახედეთ ძმაო რას აკეთებს პორტო ჩემპიონატში სახელიღა შემორჩა მაგათგან.მე ვერავინ დამაჯერებს რო ეს არის შემადგენლობის ბრალი.წავედი მე ერთი ამათიც!
ტფუი რა რით ვერ ისწავლეს ჭკუა დაბალი დონის გუნდებთან სულ ესე რატო თამაშობენ. ეხლა ნახე მეორე მატჩსაც წავაგებთ. გასვლა უკვე გამორიცხეთ.
ai zustad es gamagebia megobaro meti araferi minda
ბერნანდესკის თუ გვიშველის ეხლა
ეს პირლოს ბრალი უკვე აღარაა ფეღბურთელები პრაგულკაზე არიან. ბენტაკურმა უნდა გააჯვას არაა იუვეს დონ. პიანიჩი არ უნდა გაეშვათ. არტურის იმედადაც ვერ ვიქნებით ტიპს არ უთამაშია ფაქტიურად.
არანაირი ფანტაზია არანაირი ზუსტი პასი არანაირი პრესინგი ტაქტიკური მონახაზი ჩა… პორტოსთან კარგი რა მართლა
აი რატო არ იშორებენ როცა უნდა მოიშორო ბურთი რამ გამოა……ვათ!!!მერამდენედ უნდა დაიკარგოს ბურთი მაგის გამო,უკვე ტვინი მოიტ…. რააა!!!ბენტაკურმა ყველა თამაში ჩააგდო ლამის და აგერ დღეს ხო საერთოდ სასწაულებს აკეთებს და მაიმც სასტავშია ჯიგარი!
გახსოვთ რო ვიძახდით ერთხელაც იქნება კურიოზულ გოლს გაუშვებთო
რა ხლეა ბეტანკური მაგის …
ეე კარგი რა კუადრადო 2 კვირით დაგვაკლდება ეხლა კიდე ბონუჩი 20 დღით ბოლო ვარჯიშზე დაიტრავმა
ბონუჩის ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ მთლად ცუდიც არაა თუ არ გვეყოლება.დემირალ-დელიხტს მეტი სათამაშო დრო ჭირდებათ.ნელნელა უკვე უნდა ჩანაცვლდეს დაცვის შუა ხაზი მაგ ორი კაცით.
iolad araferi xdeba tumca ro mougebs iuve amas laparaki rat unda
ჩემი აზრით პორტოს უპრობლემოდ მოუგებთ.ბევრად უფრო ძლიერ პორტოს დავაფარეთ ბურთი 2017 წელს წესით უნდა მოვიგოთ.
კულუსევსკი თორე ხნავს ბურთს რო მიიღეებს 20 წამი გაანალიზება ჭირდება და მერე აკეთებს პას.აჩქარება აქ კიდე სასწაული აი ველოსიპედი რო გაქ დიდი ხნის მიგდებული და ბორბალს რო თავიდან უჭირს ტრიალი აი ეგ არის კულუსევსკი. არადა რა კარგი სიზუსტე აქ მარა არის ნელი.
კულუსევსკი ხო დაფრინავს რა …