ანდრეა პირლო:”ზუსტად ვიცი რა პროექტი მაქვს და სად მივდივართ”
იუვენტუსი პორტოსთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, ბიანკონერის უფრო შემტევ სტილში მართებს თამაში, რადგან მინიმუმ ერთი ბურთი აქვს გასატანი, რათა მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს.
თუმცა, ანდრეა პირლოს გუნდს დაცვის ხაზში ყველაფერი რიგზე არა აქვს:
“მატეის დე ლიხტი სავარჯიშო მოედანზე გამოვიდა, მაგრამ განცალკევებით ვარჯიშობდა. ამიტომ მისი ასპარეზობა პორტოსთან ნაკლებ მოსალოდნელია.
ჯორჯო კიელინი საპირისპიროდ, კარგად გრძნობს თავს და თუ გართულებები არ იქნება, მეტი შანსი აქვს ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად.
ურთულეს დაპირისპირებას ველოდებით, რადგან მეტოქე უკანახაზში თავს მშვენივრად იცავს და მჭიდროდ მოთამაშე ორ ზოლიანი ზღუდის გარღვევა დიდ ოფლისღვრას საჭიროებს. ვალდებულები ვართ მეტად ტექნიკურად და ცივსისხლიანად ვიმოქმედოთ.
ყველანი უკეთ გრძნობენ თავს, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობის მოთამაშეა რომლებიც 100%-ით მზად არ არიან. იგივე ითქმის არტურ მელოზე.. იმედს ვიტოვებთ, რომ მინდორზე გარკვეულ ხანს გაატარებს, მსგავსად უინსტონ მაკენისა. ამერიკელს ბარძაყის არეში დისკომფორტი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ყველას გვიწევს მსხვერპლის გაღება.
ალვარო მორატა პროგრესირებს მან იცის რა ასპექტებში ჭირდება მომატება და ყველაზე მეტად რაც მისი თვისებებიდან მომწონს, არის ის ფაქტი რომ ყოველი შეხვედრის წინ მეტოქეს დეტალურად სწავლობს.. რათა სუსტი მხარეები იპოვოს და ის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ეს 100%-ით კრიშტიანო რონალდუს მატჩია. ასეთი კარიერაში უამრავი ქონია და თავს ყოველთვის საუკეთესო კუთხით იჩენს. გასული კვირის განმავლობაში სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. თავს კარგად გრძნობს და მზად არის გუნდის წარმატებაში წვლილის შესატანად.
ზაფხულში, ჯერ კიდევ შვებულების პერიოდში ფედერიკო ბერნარდესკის შევხვდი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მაშინვე ვუთხარი, რომ მისი მარცხენა მცველად გამოყენება მსურდა. ფედეს ბევრი არ უფიქრია და დამეთანხმა.
თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე ამ ყველაფრის საქმეში ხილვა ვერ მოვასწარით. ახლა სიტუაცია შეიცვალა და მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. დიახ, ხვალინდელ შეხვედრაში დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება.
მესმის რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ აქ მუშაობას არაფრის დიდებით არ დავთანხმდებოდი თუ ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდებოდა. გადაწყვეტილებას ჩემს დარჩენა არ დარჩენასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა ღებულობს. ზუსტად ვიცი რა პროექტი მაქვს, როგორ უნდა განვითარდეს და რა შედეგამდე მივიდეს.
კარგად გაავანალიზეთ შეცდომები, რომლებიც ორიოდე კვირის წინ დავუშვით. პორტოს მიმართ პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის გვწამდეს.”
ინტერის იღბალა … ნიჩია მაინც უნდა წამოსულიყო. ჩვენ ჩვენი თამაშები მოვიგოთ ეგენი თამაშებს გატეხავენ ეგეთი პირი უჩანს ინტერის ბოლო 2 თამაშს რაც ვუყურე.
megobrebo imedia dges chveni gundi kargi tamashit da gamarjvebit gagvaxarebs carmateba yvelas iuvestan ertad
ჩემი აზრით დღეს 3:0 მოიგებს იუვე!!!!
imedia megobaro
კი მაგრამ ჯერ იყო კუადრადო მცველად დააყენეს და ეხლა ბერნარდესკი? 4-4-2ში ფლანგზე რემზი მაკენის ვუყუროთ ფლანგზე და ბერნარდესკი კუადრადოს ტიპის ფეხბურთელებს დაცვაში ? პირლო ხომ არ ატრ… შემთხვევით :)
დანილოს დისკვალიფიკაცია ქონია ლიგაზე, არა და საჭირო ფეხბურთელია.
იმედია კვადრადო იკაცებს ხვალ შეტევაში.
კაი ხანია ჯარიმა არ გაგვიტანია დროა მგონი
რონალდოს გადამკიდე კიდევ კაი ხანი ალბათ ვერ გავიტანთ )
სტანდარტულებზე ეხლა ჩირო ფერარა გამახსენდა, კარგად ურახუნებდა თავით.
ხო თავით გატანაც კუთხურიდან ცალკე თემაა როგორ ვანიავებთ ხოლმე რა
amis dro didi xani aris
ლაშა დაცვიდან წამოსულ შემტევს გაცილებით დიდი სივრცეები აქვს შესატევად ვიდრე ნახევარმცველს. თან სამი ცენტრალური მცველის მოდულით ადვილად იფარება სუსტი ფლანგის დამცველის შეცდომები
pirlom axla iuve ro ver gaiyvanas shemdeg etapze trenerobaze fiqri unda shecyvitos saerto
ძლივს არ დავინახე ამის გაღიმებული სახე, იმედია ხვალაც კარგ ხასიათზე დაგვტოვებს თმაშის მერე )
imedia tumca tviton isec da asec gagimebuli darcheba iges iuve da agdebs porti sixarulisgan an ro miutitebeb cadi turinidano imeda 1 varianti moxdeba