ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი ფორვარდი, პანდემია და გაუგებრობა რონალდუსთან მიმართებაში

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გაბრიელ ჯესუსის თაობაზე იტალიურ მედიაში, ერთბაშად რამდენიმე ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა ბრაზილიელი მანჩესტერ სიტისთან დამშვიდობებას გეგმავს და ბიანკონერისთვის ეს შესაძლოა კარგ ვარიანტად შედგეს.

თუმცა, აქ ისევ და ისევ ბევრი რამ არის კრიშტიანო რონალდუს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

სხვათაშორის პორტუგალიელის აგენტი ჟორჟ მენდეში უკვე ესაუბრა რეალის, მანჩესტერის და პსჟ-ს წარმომადგენლებს. მას სურდა გაეგო, ხომ არ იყო რომელიმე მათგანი კრიშტიანოთი დაინტერესებული..

ინტერესი არის, მაგრამ ფინანსური ასპექტი არ იძლევა მოქმედებაზე გადასვლის საშუალებას.. რონალდუ თავის მხრივ ალეგრის ესაუბრა და გადაწყვეტილებას დარჩენა/წასვლასთან დაკავშირებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

ჯესუსთან მიმართებაში ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შეტევაში ნებისმიერი ცვლილება პორტუგალიელის გადაწყვეტილებაზეა..

ფორვარდი რომ საჭიროა ამაში არავინ დაობს, მაგრამ ერთია მოიყვანო ფეხბურთელი რონალდუს კონკურენციაში და მეორეა, როდესაც ასეთი ფიგურა მიდის და ეს ზონა თავიდან არის დასაკომპლექტებელი..

კვლავინდებურად რჩებიან ჰორიზონტზე დუშან ვლაჰოვიჩი, ედინ ჯეკო და მაურო იკარდი.. თუმცა, სატრანსფერო თემებში ყველაფერი იმდენად მდორედ მიდის ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა პროცესი მნიშვნელოვნად გაიწელოს.

ვლაჰოვიჩზე სხვათაშორის იებს იმდენად გაუტკბათ ინტერესი, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელი ზეცაში აიყვანონ:

“კონტრაქტი სულ რომ არ გაახანგრძლივოს მაინც ჩვენთან დარჩება! ახლა მისი ღირებულება 40-50 მილიონს უტოლდება, მაგრამ მალე ეს ფასი 90 მილიონზე ავა!”

9 thoughts on “ახალი ფორვარდი, პანდემია და გაუგებრობა რონალდუსთან მიმართებაში

  1. es xalxi moiyvanon da ligis tasisken gaviwevt
    ogond manamde eseni unda gaushvan
    remzi, arturi, bernardeski, demirali da tu ronaldu gaushves mis magivrad pogba
    amat + piaca, perini, de shilio, rugani, mandragora
    da es motamasheebi minda rom movidnen
    teo ernandesi, barela, kante, moizes kini, lokateli an tonali
    + fagioli, luka pelegrini, dragushini, romero, orsolini

  2. ბებერი ედინ ჯეკოთი და სრულიად უცნობი ვლაჰოვიჩით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ!!

  3. რა ჯეკო, 35 წლის ჯეკო რატო ყავთ სიაში ან რა მილიკი უნდათ კიდე… ვინ არიან ესენი, პრესტიჟული გრანდის მენეჯერები თუ უთავმოყვარეო სირ.ები…

  4. შვეიცარიის სასამართლომ განაცხადა რო არანაირი უფლება არ აქ უეფას დასაჯოს იუვე ბარსელონა რეალიო

  5. am shemadgenlobit da danomvrit iqneba kargi am sezonshi

    1. shesni
    2. teo ernandesi
    3. kielini
    4. de ligti
    5. rabio
    6. pogba
    7. kante
    8. kieza
    9. morata
    10. dibala
    11. moizes kini
    12. franko israeli
    13. danilo
    14. makeni
    15. kulusevski
    16. kvadrado
    17. dragushini
    18. fagioli
    19. bonuchi
    20. bentankuri
    21. luka pelegrini
    22. pinsolio
    23. lokateli
    24. frabota
    25. orsolini
    26. da grasa

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.