ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ნაპოლი” 3-3 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6 – 2006 წლიდან “სან პაოლო” ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო სტადიონთა რიცხვში შედის.პირველ ტაიმში ორ გოლს უშვებს, მეორე ტაიმში ჯიჯის ფაქტიურად საქმე არ ჰქონია.

ლიხშტაინერი 5.5 – ფიზიკურად სუსტი შვეიცარიელი მიმდინარე სეზონში პირველად ვიხილეთ.ფაქტია, ცუნიგამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ბარძალი 5.5 – არაფერი გამოსდის, თუმცა ბოლომდე ცდილობს და იბრძვის.

ბონუჩი 4.5 – ვერ გრძნობს ბურთს და ცუდად ანაწილებს დროს.პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე პასი გაუკეთა ჰამშიკს, მეორე ტაიმში კი პანდევი გაექცა, როცა ამ უკანასკნელმა მესამეჯერ შეძლო ტურინელთა კარის აღება.

კიელინი 5.5 – გაშვებულ გოლებში ჯორჯოც დამნაშავეა, თუმცა კარგი ფიზიკური მომზადებითა და მაქსიმალური კონცენტრაციით ყველაფერს ასწორებს და მეორე ტაიმში ბოლომდე იხარჯება.

ესტიგარიბია 7 – მებრძოლი, აქტიური და შემტევი.აწყობს სწრაფ კონტრშეტევებს და გააქვს გოლი.

ვიდალი 6.5 – პირველ ტაიმში განხორციელებული ზეწოლის შემდეგ მეორე ტაიმი ჩილელმა მატრიზე საოცარი გადაცემით გახსნა.

პირლო 6 – პირველ ტაიმში დამწყები სკოლის მოსწავლესავით ასპარეზობდა და 4 ქულას იმსახურებდა, მაგრამ ის ხომ თავად პროფესორია.მის უხეშობას მოჰყვა ბუფონის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.შეხვედრის მეორე ნახევარში სრულად ბატონობს ნეაპოლურ ნახევარდაცვაზე.

პეპე 7 – რეგბისტი.გოლფის თამაშის გარდა სიმონეს შეუძლია, გაიტანოს გოლი და ეს შედევრი All Black – ის საუცხოო ლელოს დაამსგავსოს.მატჩის დასაწყისში დაბნეულია, თუმცა შემდეგ კონცენტრირებას ახდენს.

პაციენცა ( 86 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ვუჩინიჩი 6.5 – პირველ ტაიმში პასიურია, შესვენების შემდეგ კი გაორმაგებული ენერგიით იწყებს თამაშს.იმ ფეხბურთელთაგანი, რომლებმაც მატჩის გარდატეხაში დიდი როლი ითამაშეს.

დელ პიერო ( 90 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

მატრი 7 – შეუჩერებელია : 6 გოლი 11 შეხვედრაში.

კვალიარელა ( 89 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

კონტე – 7

წყარო : La Stampa

52 thoughts on ““ნაპოლი” 3-3 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. ბონუჩის რა შეეხება.. ჯერ 24 წლისაა.. იქიდან გამომდინარე რო მცველია ყველაფერი წინ აქვს. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ცოტა გამოცდილებაც უნდა დააგროვოს. და საკუთარი თავი ხელში აიყვანოს – ანუ უფრო პრაგმატული გახდეს. მცველის საქმე არაა თავბრუდამხვევი ფინტები და პადცეპიები )))

  2. დათკა შენ თუ გუშინ პრობლემა მარტო ბონუიჩიში დაინახე ობიექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია.. აზრიან თამასში
    შენ რა კონდიციებს ხედავ ეგ სხვა საკითხია.. პალერმოსთან კონკრეტულად რომელ ეპიზოდს ამბობ მითუმეტეს “ყველა კონტრატაკაში” ბონუჩის ბრალს?

  3. დათკა
    კონტეს მოსვილს მერე პროგრეს მთელმა გუნდმა განიცადა და ყველა ფეხბურთელმაც, შეიძლება ბონუჩიმ ყველაზე ნაკლებად
    მე მაინც მჯერა რო ბუნუჩი ათამაშდება, ბარძალიმ დაიწყო თამაში იმ დროს როცა სხვა პროფესიას ეძებდა :lool: და ბონუჩიც გააგვიმართლებს
    :italy:

  4. ატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ვიდალს რატომ აქვს მხოლოდ 6.5? ეგ და ვუჩინიჩი საუკეთესოები იყვნენ..
    ელემენტარულად ესტიგარიბია რატომ იმსახურებს ვიდალზე მაღალ შეფასებას ვერ ვხვდები(((((
    მაშინ ვინც გოლი გაიტანა მარტო იმათ მივცეთ მაღალი შეფასება , დანარჩენს ყველას დაბლები.. ეს არასწორია.

    და ლიხშტაინერი გამიყურებოდა სუსტად??? სასწაულია, ტიპმა 70-75 წუთი აწიოკა შეტევის მარცხენა ფლანგი

  5. დათკა
    არაა პრობლემა დასვას სკამზე თუ უნდა ჯიჯიც დასვას სკამზე, მარა უკეთესი გვყავს ვინმე
    სანამ უკეთესი არ გვეყოლება მანამდე უნდა დაეხმარო იმას გამოსწორებაში ვინც გყავს და ხელი უნდა შეუწყო, რასაც კონტე აკეთებდა და კიდე გააგრძელებს
    :italy:

    1. კონტეს ხელში თუ დააკვირდები ბონუჩის გარდა პროგრესი ყველას დაეტყო . მე უბრალოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ . ვინც იმედებს უცრუებს აგდებს სასტავიდან . კიელინი მარცხენა ფლანგზე რომ ჰყავს ეს კარგი ცხოვრების შედეგი არ არის ) დე ჩელიემ გეგმებში გაუცურა სამწუხაროდ … ნეტა ათამაშდეს ლეო მაგრამ სიმართლეს უნდა შევხედოთ . არცთუ ისე შორსაა თან სატრანსფერო ფანჯარა

  6. 1 კაცის შეცდომით ბურტი არ გასულა
    1 გოლზე ბუფონსაც შეეძლო გამოსვლა ან მერე იმ ბურთის აღება
    2 გოლზე პირლოს და ბონუჩის ერთობლივი შეცდომა
    3 გოლზე კიელინის და ბონუჩის შეცდომა
    ცოტა არასასიამოვნოა რო სამივე ეპიზოდში ბონუჩია, მარა როცა 2 კაციცდება ესეიგუ გუნდი ცდება( 2 კაცი უკვე გუნდი) და მე კონკრეტულად ბონუჩის არ დავაბრალებდი

    1. ფაქტია რომ ბოლო ეპიზოდებში ბონუჩი ფიგურირებს ყველგან . ბუფონი იმ ბურთზე ვერ გავიდოდა და გასვლა კიდე არ შეეშლებოდა . არ იყო ის პოზიცია რო კარი დაეტოვებინა , ვისაც მეკარედ აქვს ნათამაშები დამეთანხმება მაგაში . მესამე გოლი ვაფშეტა კი , კიელინის სუსტ თამაშს მოჰყვა , მაგრამ ბონუჩი 1 წამით გაითიშა მომენტიდან , რამაც პანდევს დაჟე მუხლით აკენწვლის საშუალებაც მისცა .

      კარგი გასაგებია შენი აზრი , მაგრამ ბონუმ თუ რეალურად არ დაიწყო თამაშის ხარისხის გამოსწორება კონტე ბევრს არ მოუთმენს სკამზე დასვამს . ფაქტია რომ გუშინ მართლა შეგვეძლო ნაპოლისთან მოგება რომ არა მაგისი პერსონალური ბრაკები . მაგრამ არა უშავს – იმედია სასიკეთოდ წაადგება უშუალოდ მაგას . მე პირადად მადლობელი ვიყავი ყოველი იუვენტინოსი გუშინდელი დღის შემდეგ . ენით აუღწერელი ემოცია მაჩუქეს ტიპებმა )))

    2. მეორე გოლზე რატომ ჯიგარო???ჯერ ეს ერთი “მე” რომ მცველი ვარ და ზონიდან ამოვდივარ ტამაშგარის პონტში აზრზე არ ვარ რომ იქ,უცნაურ სიტუაციაში თვით პირლო ბურთს დაკარგავს,მერე ის ბურთი შემთხვევით პანდევს მიუვა “ჩემს” უკან,ამ დროს ორი ვარიანტია,ან უნდა მოჩეხო და პენალტთან ერთად ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი აიკრა,ან არადა უნდა დაელოდო სიტუაციას,ბონუჩიმ მეორე არჩია და ვფიქრობ სწორადაც,ბევრი მცველი მაგ შემთხვევაში თავს ვერ შეიკავებდა და ვარდნას გააკეთებდა,მაგრამ ვფიქრობ ლეომ სწორად განსაზღვრა,თუ არ გჯერათ ისევ ნახეთ ეგ ეპიზოდი და დაინახავთ რომ თავიდან თითქოს უნდა შეაჩეროს აკრძალული ილეთით,მაგრამ მერე თავს იკავებს…

  7. ეს იყო თამაში სადაც იუვეს უნდა გაეშვა 3 გოლი, და ეს გოლები ისე არ გადის რო ვინმეს არ დაბრალდეს ამ შემთხვევაში ვაბრალებთ იმას ვინც უფრო ახლოს იყო ეპიზოდთან
    ნესტა და მალდინი რო მდგარიყო გუშინ მაინც გაიტანდა ნაპოლი გოლებს
    სამივე გოლი იყო ფაქტიურად აუღებელი
    პანდევის კიდე 10 წელია ისეთი რამე არ გაუკეთებია, რაც მეორე გოლზე გააკეთა, ფაქტიურად უნაკლოდ შეასრულა

    1. რატო უნდა გასულიყო ? ) ზუსტი პოზიციური ასპარეზობა და ვერაფერს ვერ გაიტანდა ნაპოლი

      რეალურად იუვეს შეცდომებს მოჰყვა გოლები და არა ნაპოლის რაღაც ჭკვიანურ , კომბინაციურ და ორგანიზებულ შეტევებს , ეს ხო ესეა არა ?

        1. პენალტი პენალტია . პირლოს ინდვიდუალურ შეცდომას მოჰყვა ეგ თორე იდეაში რო არ წასულიყო ეგრე გრუბად , ჩვენები გამოიტანდნენ ბურთს მშვიდად .

  8. ყველაფერი გაკეთდა ამ თამაშის მოსაგებად ისე რას ვიფიქრებდი რო 3 ბურთს გავიტანდით და მაინც არ იქნებოდა საკმარისი მოსაგებად :lool: დაცვა სუსუტი იყო

  9. ეჰ მოვრჩეთ ჯობია,ფეხბურთში შეცდომა თუ არავინ დაუშვა გოლები არ გავა,მითუმეტეს თამაში არ წაგვიგია და საკმაოდ კარგად ვითამაშეთ,და ნაპოლის გაძლება ყველა გუნდს უჭირს და კიდევ კაი შედეგია

  10. დათკა
    მცველს გააჩნია, ვისთვის როგორ
    როცა ცენტრთან ხარ თან ფლანგზე და უკან დამზღვევი არ გყავს ამ მომენტში უდიდესი უპირატესობა აქ შემტევს და რთულია რო არ დაიბნე, მარა ბონუჩიმ 1 შეხებით წაართვა
    თუ სეცდომებს ვუთვლით და მერე მთელი კვირა ვაძახებთ, მაშინ კაი მომენტებიც დავთვალოთ
    :italy:

    1. მაგ ეპიზოდებში პანდევმა ის მოძრაობა გააკეთA რაც არ უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ გაგვიმართლა . ცოტა მაღალი დონის იგროკი 1-1ზე დაბნეულ ბონუჩის თავზე გადაახევდა ბურთს .

      3 გოლი ყლაპა და ეხლა კიდე სულ რო არაფერი ექნა ცოცხალი არ გავიდოდა მოედნიდან და მოკლავდა კონტე : D

      აქ უბრალოდ იმაზეა საუბარი რომ ზუსტად განვიხილოთ რა და როგორ . სუსტი იყო პირველ ტაიმში პირლო და ბონუჩი . შედეგიც მაგათი დამსახურება იყო
      მეორე ნახევარში ცენტრი ამუშავდა და ყველაფერი ეტაპობრივად საკუთარ ადგილას დადგა . შემდეგში მსგავსი ჩეპე აღარ უნდა განმეორდეს

  11. 1juve

    ლიხტის თამაში უშუალოდ კონტეს ჩანაიფიქრი იყო . ანუ მთლიანად დაავალა მარჯვენა ფლანგის კონტროლი , მანდ არც პეპე იყო და არც არავინ და შესაბამისად მაგიტომაც აზღვევდა ხოლმე ბარძალი .

    პრინციპში უნდა ითQვას , რომ ტაქტიკამ გაამართლა , მაგრამ უაზრო გოლები მივიღეთ ცალკეული ფეხბურთელების გამო და ამ შემთხვევაში ეს იყო ბონუჩი . ძაან ცუდად ითამაშა და არ ღირს დაცვა . საიდანაც გინდა დაატრიალე სურათი ითამაშა საკმაოდ სუსტად

  12. ისე მართლა რას ერჩიან ბარძალის, ბევრჯერ დააზღვია ლიხშტაინერი ფაქტიურად მერჯვენა მცვეელი იყო ლიხშტაინერი სულ წინ იყო წასული, და ამან გამოიწვია რო ბონუჩი ფაქტირად ბევრ ეპიზოდში მარტო იყო დაცვის ცენტრში
    ასეთი თამაშის მერე მე მაინც ვერ გამოვყოფდი ცუდ ან კაი მოთამაშეს
    19_ვე :roll: კაცმა ყველაფერი გააკეთა რო გულშემაკივრების იმედები არ გაეცრუვებიათ
    :italy: :italy: :italy:

  13. რა გინდათ ამ ბონუჩისგან მაინც ვერ ვხვდები,მართალია საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია,მაგრამ არც ისე არის საქმე რომ მიწასთან გავასწოროთ,ბონუჩის შეცდომები გუნდის არეულობამ გამოიწვია და კიდევ იმან რომ შეტევები ძირითადად მარცხენა ცენტრალური ზონიდან ვითარდებოდა,სადაც პირლოც და კიელოც ბევრს სცოდავდნენ,პირველ გოლს რაც შეეხება,ჯერ ერთი თამაშგარე იყო და მერე მეორე ბონუჩიმ თავური ორთაბრძოლა მოიგო,რომელიც საუბედუროდ ჰამშიკს მიუვიდა,აქ ცოტა იღბლის მომენტია თორე სრულიად შესაძლებელია იმ ადგილას იუვეს ფეხბურთელი ყოფილიყო,მესამე გოლზე აშკარად შეცდა,მაგრამ ვერც იმას განსაზღვრავდა,რომ ბურთი ჯერ კიელინის გასცდებოდა ისე იოლად და მერე პანდევი შეასრულებდა კარიერის გოლს(ისევ იუვესთან :blin: ),ეგრე არც ბუფონი იყო გუშინ ის ბუფონი რაც გვახსოვს,მართალია არც ერთი გოლი მისი ბრალი არ ყოფილა,მაგრამ ის იმიტომ არის ბუფონი და ნომერ 1 ,რომ აუღებელი აიღოს,ასე რომ არის მომენტები,როცა არ მიგდის თამაში,ან უბრალოდ იღბალი არ გწყალობს და ეს ყველას გამოგვიცდია მგონი……ფორცა ბონუჩიი :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

    1. გეთანხმები 200% ტით . საერთოდ იტალიელი მცველები 28 წლიდან ხდებიან გაუვალნი ბარზალი ამის ბოლო მაგალითია. ფორზა ბონუჩი :forza: :forza:

  14. 1juve

    პანდევს რო ბურთს აართმევ ეს აზროვნებაა ? აბა ბარძალიზე რაღა ვთქვათ მაშინ ლავეცი იმენა არ გაახაარა ) რასაც აზროვნებდა კი გამოჩნდა

    juventus_gr

    პალერმოსთან რა ? რა კონტრ შეტევაც ჰქონდა პალერმოს ყველა მაგისი ბრალი იყო და ისედაც ნახევარდაცვამ ითამაშა მანდ მაგრად , ზონებს კეტავდნენ ჯიგრულად და ჩანასახშივე კლავდნენ ყველაფერს . ხო .. ლაციოსთან მატჩი გაიხსენე და როკის კინაღამ გატანილი ბურთი რომელიც ბონუჩიმ აჩუქა … აზროვნებაზე როცა მიდის საუბარი ეს ცოტა სხვა მცნებაა . კიელინის ნაირი ფიზიკური კონდიციები ჰქონდეს და ჯანდაბას აზროვნება . არც ის აქვს და არც ეს

  15. პირველად ვხედავ ლა სტამპასგან ასეთ არა კომპეტენტურ შეფასებებს და განსაკუთრებით ბარძალიზე აღვნიშნავ ! სრული სისულელეა ! კიდევ ერთხელ უყურეთ თამაშს და კარგად ნახავთ რაოდენ კარგად თამAშობს ანდრეა უშუალოდ ლავეცის წინააღმდეგ ! ბონუჩი გასაგებია ჩააგდო თამაში , მაგრამ ბარძალიმ ძალიან კარგად ითAმაშა !

    ლიხტზეც უაზრობა უწერია იტალიელ ჟურნალისტს . მოკლედ შეფასებებმა გამაკვირვა ნამეტანი , არ ველოდი ლა სტამპასგან ამას

  16. ლიხშტაინერი 5.5 – ფიზიკურად სუსტი შვეიცარიელი მიმდინარე სეზონში პირველად ვიხილეთ.ფაქტია, ცუნიგამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

    —-

    არ ვეთანხმები, სუნიგამ კი არ დაჯაბნა, არამედ თავისმა საქმემ. ძალიან ხშირად ერთობოდა თავდასხმაში.

    პირლოს 7 რატო დაუწერეს ? ნუთუ 11 მეტრიანი არ აიკიდა ? ნუთუ გოლიც მის გამო არ გავიდა ?

  17. 1 გოლზე ბონუჩიმ გააკეთა ის რაც ევალებოდა, იბრძოლა ბურთზე, იმ მომენტში ძან რთული იყო იმის განსაზღვრა ბურთს ვის აწყდიდა შეიძლებოდა ავტო გოლიც გასულიყო, მე მაგას ბონუჩის შეცდომათ არ ვთვლი
    1პანდევის გოლის დროს პირლომ დაკრაგა ბურთი საჯარიმოს ხაზზე და იმ მომენტში მცველისგან ბევრი არუნდა მოითხოვო, ვერ გადაგვარჩინა
    2 პანდევის გოლზე ჯერ კიელინის შეცდომა იყო, პასის დროს გაიდირკა, და ერთი შეცდომა დაუშვა ბონუჩიმ რო პოზიციური ორთაბრძოლა წააგო პანდევთან, პანდევი ისეთ მომენტს 100_დან 1 თუ გაიტანდა და მანდამაინც ჩვენ გაგვიტანა
    ბონჩი ძან დაიტვირთა ამ თამაში და გუნდის შეცდომებმა საბოლოო ჯამში მასთან მოიყარა თავი
    ძან მაგრათ არ უთამაშია მარა არც ისე რო შემდეგ თამაშებში არ ენდოს კონტე

  18. ისე პირლოსტვისაც ცვეტში მაღალია ეს შეფასება 1 პენალი და მეორე გოლის ეპიზოდშიც მაგან დაკარგა ბურთი, ბონუჩიზე აღარაფერს ვამბობ.

  19. პირლოს ქება უკვე მარაზმში გადადის…ნაოლისთან ეგ და ბონუჩი ერთ დონეზე იყვენენ ანუ ერთნაირი შეფასებები ეკუთვნით

    1. თამაშს უყურე ? :lool: :lool: ბონუჩისთვის 4.5 მეტისმეტი იყო კიდევ, პირველ ტაიმში ვერ ითამაშა პირლომ ვერ ითამაშა იუვენტუსმა, 2-0 წავაგეთ, მეორეში ბურთი დაიჭირა ანდრეამ, 3 გოლი შევაგდეთ :roll: ბონუჩიმ და პირლომ ერთნაირად ითამაშესო :mrgreen: ბონუჩიმ საგოლე პასი მისცა ჰამშიკს, პანდევის მომენტი ყლაპა, უამრავი არაზუსტი დიაგონალი გააკეთა :no

      1. რას ერჩი ბონუჩის? როცა ცენტრალური მცველი ხარ მარტო ფიზიკური მონაცემი და სირბილი არ შველის უნდა აზროვნებდე რაც აქვს ბონუჩის 23 წლისას და არ აქვს კიელინის 27… ერთი თამაშით ფეხბურთელი არ ფასდება და არც ტაიმით.. ეგრე რო იყოს პირველი ტაიმის მერე პირლოს ისე ამოვაგდებდი სასტავიდან რო პრიმავერაშიც არ ვათამაშებდი ბონუჩი ძირითადის მცველია და იქნება კიდეც..
        :forza:

          1. დაახლოვებით 60 წუთზე კიელინის ფლანგიდან ერთიერთზე გადიოდა პანდევი უკან მარტო ბუნუჩი იყო და ერთიერთზე დაუბნევლად აართვა ბურთი, ეს ერთი კონკრეტული მომენტი :chuvak:
            იდეალურად არ უთამაშია ისევეროგორც ჯიჯის პირლოს ვიდალს ბარძალს
            :italy:

Leave a Reply to snuff-juve Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.