ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელკანი:”მეტი ყურადღებაა საჭირო”

ჯონ ელკანი კლუბის ბოლოდროინდელ შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ისეთივე შემართებით მართებთ ასპარეზობა, როგორც მანჩესტერში იყო:“ინგლისში ყოფნისას მათ დაამტკიცეს თუ რაოდენ ძლიერები არიან. თუმცა, გუნდმა უნდა განაგრძოს იმავე კურსით სიარული და ფროსინონესთან მატჩში აუცილებელი იყო სწორედ ასეთი მიდგომით ასპარეზობა. მეტოქე გაორმაგებული ენერგიით გამოდის ჩვენს წინააღმდეგ და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯებია საჭირო”. ელკანის მკაფიო შეტყობინება გუნდისადმი საჭირო დროს გაკეთდა, რადგან იუვემ 7 შეხვედრიდან მხოლოდ 3-ში იმარჯვა.

წყარო: Football italia

67 thoughts on “ელკანი:”მეტი ყურადღებაა საჭირო”

  1. pintu-ricchio says:
    კარგია რომ გამოიტანე,უფრო მეტი უნდა იწერებოდეს ისტორიაზე… ისიც დაგეწერა ჯონი რომ ბაბუამ მოამზადა და უძლიერეს ფინანსისტებს მიაბარა,გამოცდილებისთვის კი ქარხნებში ინკოგნიტოდ ამუშავებდა,როგორც თავის დროზე თვითონ გააკეთა.

    1. http://forzajuve.ge/?p=8533

      წერია ეგეც…
      ნახე აქ ბიბლიოთეკა რომაა გვერდზე ცამონათვალში მანდ არის “ანიელების დინასტია” და თუ არ დაგეზარება წაიკიტხავ ყველაფერს მაგ გვარზე

  2. ტყუილად კი არ ვაგინებ ამ არაკაცს მე…

    ჯანი ანიელი სულით და გულით იუვენტინო იყო, მისთვის იუვენტუსი იმ პოტენციურ ფინანსურ მოგებებზე მაღლა იდგა, რომელიც ზოგადად ზღვაში წვეთია ექსორის ფინანსური მასშტაბების მიხედვით…

    ამასთან იყო მოჯი, რომელიც თავისი გენიალური სვლებით მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა გამოყოფილ თანხებს.

    ახლა კი გვყავს მენეჯმენტი, სადაც ერთს კი უყვარს იუვე მაგრამ ძალაუფლება არ გააჩნია, ტრანსფერები აბარია ძალიან სუსტ ადამიანს და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ ყველაფრის თავი და თავი არის ელკანი, რომელიც გუნდს კი არ ეხმარება, არამედ იქეთ წველის, როგორც დაიწერა უკვე.

    ამ ყველაფერზე ძალიან გვწყდება გული იუვეს სტაჟიან ქომაგებს და კიდევ უფრო მეტად საწყენი ისაა, რომ თქვენ, შედარებით ახალგაზრდა თაობას შეგაჩვიეს უკვე სერედნიაკობას.

    1. ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ნიუ-იორკში დაიბადა 1954 წლის 9 ივნისს. პროფესიით ლიტერატორი იყო, მოწოდებით ფილოსოფოსი. გრძნობდა, რომ წინაპრების მსგავსად არ იტაცებდა ბიზნესი. ძალიან გაუხარდა, როცა მამამისმა ფიატის ხელმძღვანელობა მის ბიძაშვილს ჯოვანის მიანდო, რომელიც ძმასავით უყვარდა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი კიბოთი დაავადდა და გარდაიცვალა. თავის დროზე ედოარდო ძალიან ააღელვა იმ ამბავმა, რომ მისი დისშვილი 22 წლის ჯონ ელკანი მემკვიდრედ აირჩიეს.

  3. ჯონ ელკანი არის ჯანი ანიელის შვილიშვილი (გოგო შვილის შვილი). ტურქი სიძე ყავდა ჯანის და იმისი შვილია ჯონია და მისი ძმაა ლაპო. ლაპო გაქანებული ნარკომანია, ჯონი კი სერიოზულად გაზარდა ბაბუამ, ასწავლა ამერიკაში და ა.შ. მაგრამ ჯანის თავის დროზე არ უნდოდა მის მეკვიდრედ და ქონების მმართველად ჯონ ელკანი, უნდოდა მისი ძმიშვილი ანდრეა ანიელის ძმა ჯოვანი ანიელი დაენიშნა მის მეკვიდრედ, მაგრამ ეს ჯოვანი კიბოთი დაავადდა და ადრევე დაიღუპა. ამიტომ დანარჩენებს ჯანი ანიელი თვლიდა ს.ი.რ.ი კოებად, მათ შორის მის შვილსაც ედოარდოსაც, რომელმაც ტავი მოიკლა და გამომდინარე იქედან რომ სხვა ნორმალური ჭკვიანი არავინ დარჩა შთამომავლობაში, იძულებული გახდა თავისი გოგო შვილის შვილი, წარმომავლპობით თურქი ჯონ ელკანი გამოეცხადებინა თავის მემკვიდრეთ…
    სხვაობა ისაა, რომ ჯანი ანიელისთვის იუვე არ იყო ბიზნესი, ის იუვედან მოგებას არ იღებდა, ყველაფერი რჩებოდა კლუბს და იქეთ ეხმარებოდა ტავისი ფიატებით და ფერარებით… ელკანისთვის კი ფინანსური შეხედულებაა იუვე…

    არის აქ სტატიები ბიბლიოთეკაში – “ანიელების დინასტია” და დეტალები იქაა :juvee:

  4. მოკლედ რომ ვთქვათ:

    ანიელი – ღარიბაშვილია
    ელკანი – ბიძინა (ოღონდ 100ჯერ ჭკვიანი. ტიპი მართლა ექსტრა კლასის ბიზნესმენია)

    ხოდა ბიძინიესავით არც ეგ ჩანს სტადიონებზე დიდად მაგრამ რეალურ სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს ცალსახად ეგ.

    განსხვავება კიდევ ისაა, რომ რაც ჩვენ ფანებს (ამ ალეგორიით მოსახლეობას) ვაწუხებს, იმას სულ ცალ ფეხზე კიდია და მისთვის მთავარი საზრუნავი ფულია.
    და მთავარი სხვაობა, ჩვენ და საუბედუროდ ისაა, რომ მას არ ჭირდება არჩევნები და პოპულიზმი რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

  5. ვახტანგ,
    მოლლე მიმოხილვა ესაა:
    მოჯის ჯირაუდოს და ბეტეგას, სრულებიტ ქონდათ მინდობილი გუნდის ფინანსები და იქეტ ეხმარებოდა ჯანი ანიელი ამ ე.წ. ტრიუმვირატს თორე გუნდი იყო ჯანი ანიელის მაშინაც და ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის… მოჯი და სატავი უკვე მოგებაზე იყვნენ გასული ფინანსურად და არანაირი ფინანსური მახინაცია მოჯის არ ქონია, მოჯის მსაჯებთან საუბარს აბრალებდნენ და აბრალებდნენ ის ხალხი, ვის ხელშიც იყო იტალია იმ დროს… მასიმო მორატი იყო იტალიის ნავთობის მაგნატი, ბერლუსკონი იყო იტალიის არაერთგზის პრემიერ მინისტრი და მილანის წარმატების ხანა ყოველთვის მისი პრემიერობის ხანას ემთხვეოდა. და როგორ ფიქრობ იტალიის ნავთობის მაგნატს და პრემიერ მინისტრს არ შეეძლო კორუმპირებულ იტალიაში თამაშის ყიდვა და ერთ ერთი გუნდის გენ დირექტორს მოჯის შეეძლო? თუ გგონია რომ ისენი არ კადრულობდენ და მოჯი კადრულობდა? მოჯი გადააყოლეს ნაბან წყალს და შეტენეს ყველაფერი, მას მერე რაც ჯანი ანიელი მოკვდა, თორე ჯანის მაგას ვერ უბედავდნენ, ის სხვა დონე იყო, გაცილებით მაღალი ვიდრე მასიმო და სილვიო… და მოჯი ნაბან წყალს თავად ჯონ ელკანმა და ანდრეა ანიელიმაც გადაყოლა, როცა მოჯი მარტო ამტკიცებდა სიმართლეს და ისინი იუვეს სახელით განზე გადგნენ და იცი რატომ? მათ აწყობდათ რომ მოჯისთვის დაებრალებინათ ყველაფერი და შესაბამისად იუვეც დაიკიდებინათ. მოჯიზე რომ თავად ამათაც არ დაეკიდებინათ და მოჯი გაემართლებინათ, მაშინ მოჯის გუნდიდან ვერ გაუშვებდნენ, იმიტომ რომ არც გულშმეატკივრები აპატიებდნენ ამას, იმიტომ რომ მოჯი საქმეს აკეთებდა და გუნდი გუნდი იყო… იმის გამო რომ მოჯი მოეშორებინათ, ახალგაზრდა ანიელებს აწყობთამ მოჯიზე შეეწმინდათ ხელი და ყველაფერი მოჯის დაბრალებოდა… და მოჯი არაა ის კაცი, რომ დაეწყო რომ მისი ყველა ნაბიჯი ჯანი ანიელიმ იცოდა, მაფიას თავისი წესები აქვს…
    იტალიაში თამაშის ჩაწყობა ეხლაც ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ გამოიყვანეს ისე რომ თითქოს იუვე აწყობდა თამაშს… რათ უნდოდა მოჯის იუვეს თამაშის ჩაწყობა კლეჩესთან, მაშინ როცა უძლიერესი შემადგენლობა შექმნა თვითონ თავისი სატრანსფერო პოლიტიკით არამარტო იტალიაში, არამედ ევროპაში…
    და დელპიერომ რომ თქვა ჩვენ სკუდეტო მინდორზე მოვიგეთო, ეგ მოჯის კიარ უთხრა, კალჩიოპოლის შემთხვზელებს უთხრა…
    ვინ უიხერია ყველაზე მეტად კალჩიოპლით? იმან ვინც მოაწყო… და ეგ იყო ინტერი… რა მიიღო ინტერმა და მორატიმ ბერსლუსკონისთან შეთანხმებით?
    იუვეს მოგებული სკუდეტო, (თავად ინტერი იმ წელს მესამეზე გავიდა) მაგრამ ეს ყველაფერი და იუვეს ჩაძირვა სამომავლოდ აწყობდა ბერლუსკონისაც და მისი ტელევიზიებით (იმიტომ რომ პრემიერ მინისრობის გარდა, მედია მაგნატი იყო სილვიო ბერლუსკონი) იუვეს დაძირვა დაიწყეს… მოხდა ასე, იუვე სერია ბ-ში, მილანი მინისოვკით მომდევნო წლის სერია-აში, ინტერი ფაქტიურად უკონკურენტოდ გახდა ზედიზედ 2 წელი ჩემპიონი, + დაემატა წარმთმეული სკუდეტო… მილაბნმა რადგან მინუსოვკით დაიწყო, იმ წელს სერია ა-ს აზრი არ ქონდა და აქცენმტი გაკეთდა ლუიგაზე და ლიგა მოიგეს და მოკლედ ისარგლება ინტერმა და მილანმა და იუვემ ყველაფერი დაკარგა… მოჯი მარტო იცავდა იუვეს და მის თავს, მაშინ როცა ადვოკატებიც კი არ გამოუყო კლუბმა, იმიტომ რომ თავად იუვეს ახალ ხელმძღვანელობასაც უნდოდა მოჯის მოშორება და სიტყვუიერად ამბობდენ ვითომ ესაო და ისაო და საქმით კი არაფერს… აგერ ნახავ, მოკვდება ეხლა მოჯი მალე (ღმერთმა დიდ ხანს აცოცხლოს) ასაკშია საკმაოდ, 80 მიუკაკუნა უკვე და მერე თუ არ დაგვიბრუნებენ იმ სკუდეტოერბსაც და ყველაფერს ნახავთ…მაგრამ ეხლა რომ დაბრუნდეს, მოჯი თავის ზიანის ანაზღაურებს და ათას რამეს მოიოტხოვს…
    იტალიაში ზოგადი მაფიაა, რომელმაც მოჯი გაწირა თავის დროზე

    1. გასაგებია რასაც ამბობ,თუმცა ეს იუვეს ქომაგის ვერსიაა)) არსებობს სხვა ვერსიებიც… ფაქტი კი ერთია: მოჯი ჩალიჩობდა,სხვებიც ჩალიჩობდნენ,მაგრამ მოჯი უმაგრესი იყო და ვერ ჯობნიდნენ ამაშიც)) შედეგად კი კლუბი ჩაიძირა.ამაზე ლაპარაკობდა დელპიერო რომ არ იყო საჭირო,ისედაც უძლიერესები იყვნენ მოედანზე და წყალში ჩაეყარათ შრომა…

      1. რა ჩაწყობაზე საუბრობენ? პერუჯაში რომ სკუდეტო წააგო იუვემ წყალბურთში, ეგ მოჯიმ ჩააწყო, თუ ბოლო ტურში რომ არაფერში რომ ჭირდებოდა და ლაციომ 4-2 მოუგო ინტერს და სკუდეტო რომ იუვეს დარჩა, ეგეც მოჯიმ ჩააწყო?
        არ ჭირდებოდა იმ იუვეს ტამაშების ჩაწყობა ლეჩესთან… უბრალოდ იუვე გადიოდა საკმაოდ სხვა დონეზე, ერთი თავით მაღლა დგებოდა სხვაზე და უახლოესი 10-20 წელი უკონკურენტო ხდებოდა იტალიაში, ამიტომ არ აწყობდათ ეს მილანურ მაფიას და მოახვედრეს ის რაც მოახვედრეს… იგივე მცდელობა იყო ეხლა ბოლოსაც, როცა კონტეს აუგორეს სერია ბ-ს დროინდელი რაღაც მახინაციებზე და რომ დასაჯეს თვეები, მარა მაშინ ანიელები კონტეს გვერდზე დაუგდნენ, მოჯი კი გაწირეს

  6. ვახტანგმ ერე ეგ წინსვლა ანიელის დამსახურება ნაკლებადაა ეგ ფინანსური გეგმა მთლიანად ბლანის დაწერილია და ელკანის დამტკიცებული ანიელი დადის სტადიონზე იღიმება პატარა ბავშვივით უხარია ეგ ყველაფერი რო არ უნდოდა ელკანს იმიტო დაუთმო პოსტი თორე ფორმალურადარი მანდ ანიელი ნუ რაღაცეებს კი აგვარებს მარა ყველაფერი სერიოზული განიხილება ელკანთან და ბოსების ბოსი რასაც იტყვის ისე წყდება მერე და ელკანის კაჩაობა მარტო ბლანს შეეძლო სტადიონი სუ არ უნდოდა ელკანს გაგონებაც არ უნდოდა მარა ბლანმა რო დაუტრიალა და კაჩაობა დაუწყო თავისი გაიტანა ბლანი ერთი მინდორზე არ გადიოდა და ფეხბურთს არ თამაშობდა თორე სხვა ყველაფერი ფინანსებიდან ინფრასტრუქტურით დამთავრებული ბლანის დამსახურებაა რო გვაქ :modee: :yes: :forza:

  7. yamanaka POGBA Platin 10 :ბაზარი არაა,ბლანი მაგარი ფინანსისტია და მართლაც სერიოზული გეგმა ქონდა გაწერილი და იმ გეგმით მოქმედებს ახლაც გუნდი,უბრალოდ მაგ ყველაფერს გადაყვა იუვე და შედეგებიც კი ვიცით,თან იტალიაში იმ დონეზე ვერ ა..კებდა,ამიტომ გახდა ანიელის მოყვანა საჭირო,მაინც ოჯახური გამოცდილება,მეტად დიდი სახელი და რამე,თან ანიელი უფრო ფიცხია და შეუძლია ნებისმიერს ისეთი პასუხი გასცეს,რომ კლუბის ავტორიტეტი დაიცვას ბოლომდე,აი ელკანი კიდევ რა წარმონაქმნია ვერ ვხვდები,ეგ მეც არ მევასება,მაგრამ ანიელი იმენა დიდი ჯანის და უმბერტოს შთამომავალია და არ შერცვება,უბრალოდ ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი აქვს კიდევ სასწავლი,წლებთან ერთად გამოცდილებაც და უფრო მეტი პრაგმატულობაც მოვა :modee: :modee: :forza: :forza: :forza:

  8. ლანცინი-3შიერთი-კვადრადო

    დახატავს თავდასხმას…..

    ამასთან ზაფხულში დრაქსლერზე რომ არ ჩაესვარა მაროტას სასწაული გუნდი დადგებოდა. არარეალურად მაგარი.

  9. falconGE says:
    ფინანსური ანგარიში წაიკითხე? შენ კარგად ერკვევი მაგ საკითხში და აღიარე რომ მაგარი წინსვლა აქვთ ამ საკითხში.ამხელა წინსვლა მსოფლიოში არცერთ კლუბს არა აქვს.

    1. ხოდა მაგაშია საქმე მეგობარო, მაგაში ზუსტად….
      პორტოსაც აქვს ჩვენზე მაგარი ფინანსური ანგარიშები ბოლო 10-12 წელია, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ელკანი-ლაპოს ფინანსურ ინტერესებს გუნდი უნდა გადაყვეს?

      ამას ვამბობ ამდენი ხანია, რომ მაგ არაკაცს ურჩევნია გუნდი პორტო-არსენალს დაემსაგვსოს სტაბილური ფინანსური მოგებით ვიდრე ტრანსფერებში ფული ხარჯოს 2ჯერ მეტი და ლიგის მოგებით თუ ტოპ3 ფავორიტში შესვლით ნაკლები მოგება ნახოს.

      1. ცუდი რა არის იმაში,რომ კლუბი ფინანსურად ძლიერი იყოს?))) რა შუაშია პორტო და არსენალი?ეგენი ლიგას სიზმარშიც ვერ ნახავენ აწი)) მე ბავარიას ავიღებდი შესადარებლად…

        1. რუმინიგებ გასიად 100 მილიონიან ტრანსფერს დავდებო ვარაუდობენ აზარი იქნება ანაც ნეიმარი ან ვინმე :chuvak: ბავარია ფულს ხარჯავდა ყოველთვის კოშტაში წელს 35 ლიმონი მიცეს მარა ყიდულობდა ხარისხიანს და არა 150 მილიონად 10 კაცს :blin:

  10. თუ გარსია მომდევნო 3 თამაშს ვერ მოიგებს, გაანთავისუფლებენო და მის ნაცვლად ანჩელოტის მიყვანას აპირებენ :loool: რამდენად მართალია ნეტა?

    1. კაპელო ანჩელოტი თავისუფალია რანიერი როგორ მევასება რანიერი და ლესტერშია ბრიტანეთში მაგარი მენეჯერია რანიერი სუ მევასებოდა რომელიმე იტალიური გუნდი ანდოდ რა იქნება მაგ კაცს :love:

      1. ვაა შენს პირს შაქარი ასე მგონია ჩემ პოსტებს ვკითხულობ)))

        რანიერის კიევო რა გუნდი იყოოო)
        ზოგადად მაგაზე დიდი “მშენებელი” მწვრთნელი მე არ მეგულება. აი რომ ააშენებს და გუნდად რომ ჩამოგაყალიბებს მერე უკვე სქილები აღარ აქვს დალშე. მაგრამ “შენებაში” ნუმერო უნოა.

        1. ცელსიშიც კაი იყო ჯო ფრენკი მაგან არ მიიყვანა ეხლაც რა ლესტერი ყავს ხვალ კი წააგებს სავარაუდოდ არსენალთან მარა ლესტერის ასეთი სტარტი არ არი ხუმრობა :chuvak:

  11. ლანძინი მაგარია რივერიდან მევასებოდა მეც მარა წარმოშობით არგენტინელია მგონი არგენტინაში დაიბადა 20 წლიანებშიც ნათამაშები აქ მარა იტალიური ფესვები თუ აქ ეგ არ ვიცი თუ ვითრევთ შეილება ნატურალიზაციაც მოახდინონ ნუ თუ დათანხმდება მანდ ალბად დასწრევბაზე იქნება პირველი რომელი ნაკრები გამოუძახებს :chuvak:

    1. ხო მართლა უნიჭიერესი ტიპია.
      ახლანდელი კონტრაქტის პირობების დეტალები ბურუსითაა მოცული და მგონი ისევ ალჯაზირას ეკუთვინს. აჯობებენ იმედია წესტჰემს და მოიყვანენს.

      პ.ს. იტალიელია წარმოშობით მაგრამ არგენტინაში გაზრდილი. იუვეში თუ მოვიდა, დარწმუნებული ვარ იტალიის ნაკრებში ამოყოფს თავს.

  12. ზამთარში ლანცინი მოიყვანონ ნეტავ ვესტჰემიდან. ტიპი სასწაულებს აკეთებს ჯერ კიდევ რივერპლეიტში ასტრონომიული თანხა ქონდათ კლაუსად და ხზ იქედან ალჯაზირაში თავი როგორ ამოყო.

    პახოდუ იტალიელია წარმოშობით და თუ მოიყვანეს, ნაკრებში ვიხილავთ დიდი ალბათობით.

  13. აქ ბევრმა არ იცის საერთოდ ჯან კლოდ ბლანი ან უმაქნისი გონიათ არადა მაგ დროს მრაც მაგან გაწერა ფინანსური პროექტი დღემდე იმ პროექტს მისდევს იუვე სტადიონი ფანობა ყველაფერი ბლანმა მოაგვარა 10 იანზე და მარტო ეგ აკაჩავებდა ელკანს ელკანს უნდოდა არ უნდოდა ბლანისთვის უნდა მოესმინა იმხელა ავტორიტეტია ტიპი თავის საქმეში აბადალი არ ყავს ეს ელკანი ანიელს არ უსმენს და არც ანიელს არ აქ იმის თავი რო ელკანს რამე უთხრას

    1. მაგას ვწერ ამდენი ხანია. ბევრმა არ იცის ეგ ამბავი.

      უბედურება იმაშია, რომ ნელნელა ხალხი ეჩვევა სერედნიაკ ფეხბურთელებს და რეალური ამბიცია ქრება.
      რჩება ოცნებები და ფანტაზიები.

      ეს პირველ რიგში ელკანის დამსახურებაა.
      დავემსაგსეთ არსენალს.

  14. ზუსტად მაგათი პოლიტიკაა, რომ ურჩევნიათ იუვე იყოს გუნდი რომელიც ლიგაზე მუდმივად სტაბილურად ითამაშებს ასე თუ ისე, ვიდრე ფული დახარჯონ და იმ კლასის ფეხბურთელებით დააკომპლექტონ გუნდი როგორც იუვეს ეკადრება.
    ანიელის და მოჯის შორის განხსვავება იმაშიცაა რომ მოჯიმ თავისი ქმედებებით უსაზღვრო ავტორიტეტი მოიპოვა როგორც იტალიაში ისე მთელს ევროპაში და ვერ უბედავდნენ იმას რასაც ანიელის. ლაპო-ელკანს მიჩმორებული ყავთ გასპაძინ პრეზიდენტი დღეს.

    მათთვის სამაგალითო პროექტია არსენალი და მსგავს პოლიტიკას აწვებიან.
    ჩვენ კიდე უნდა ველოდოთ როდის გაუვარდება იუვეს ფინალი კიდევ და იქნება მოიგოს, მაშინ როცა 2006წლამდე სულ სხვა პრიორიტეტები ქონდა გუნდს.

  15. ისე ზამთრის ტრანსფერებისთვის 50 ლიმონი რომ გამოყონ და 2 მოთამაშე დაიმატონ კარგი იქნება
    ესენი არიან ვიტსელი და ფლორენცი ასევე კარგი იქნება თუ მარცხენა ფლანგელს ნახევარ მცველს მოიყვანენ და ლიხშტაინერის შემცვლელს.

  16. pintu-ricchio დიდი ხანია ვგულშემაკივრობ,პლატინიც კი მახსოვს ცოტათი)) კალჩიოპოლი პირადი ტრაგედიის ტოლფასი იყო ჩემთვის და სხვათა შორის იუვეს დაბრუნებამდე ფეხბურთისთვის არ მიყურებია და ანიელებს იმიტომ ვემადლიერები,რომ მომაბრუნეს და რწმენა დამიბრუნეს იუვე გრანდებს დაუბრუნდება და ვხედავ დღითიდღე უახლოვდება ამ მიზანს. თქვენ ალბათ ჩათვალეთ უკვე გრანდებში დაბრუნებულად და იმიტომ სთხოვთ მაგდენს,თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა მაგისთვის!

    1. ანიელებმა როგორ მოგიბრუნეს რწმენა, ანიელები არსად წასულან, იუვე იყო და არის ანიელების, მათ შორის მოჯის დროს და ბლანის და ბონიპერტის და ა,შ, დროს…

      1. ჯონი და ანდრეა ვიგულისხმე))… ჯერ კიდევ პატარა ვიყავი ბიძაჩემის ლაპარაკები მახსოვს როგორ ძირავდნენ ინტერს იუვე და მილანი)) ოღონდ ინტერი ჩემპიონი არ გამხდარიყო და ერთმანეთს ეხმარებოდნენ ყოველთვის)) მორატის ვერ ვიტან მაგრამ მთლად თვალდახუჭულიც ვერ ვივლი))

  17. vaxtang

    რა “მოვიდნენ ანიელები”
    ანიელები მანამდეც იყვნენ და ახლაც არიან.

    მოჯის თუ აბრალებ მორატას შეთქმულებებს რომელმაც მთელი იტალია აიყოლია ბოღმის გამო და სერია-ბ იუვეს ყველა დროის ყველაზე ძლიერ მენეჯერს აბრალებ, როგორც მინიმუმ არ ყოფილხარ საქმეში ჩახედული. რამდენი სასამართლო მოიგო მის მერე მოჯიმ იცი? წელეს წელეს დრო და გაუვიდა იტალიის კონსტიტუციით საქმეს ვადა.

    მე იუვენტუსის ფანი 90იანებიდან მოყოლებული, იმ იუვესი რომელიც მთელს ევროპას აზანზარებდა და სადაც ექსტრა კლასის მოთამაშეები კაშკაშებდნენ. დაპირებული ასტრონომიული სატრანსფერო ხარჯების ნაცვლად ნახევარს რომ არ ხარჯავენ და პლიუს ამ ყველაფერს სპორტული დირექტორი ყველა ტრანსფერზე რომ იჟვამს სადაც კონკურენცია გამოუჩნდება ამას ვერ ხედავს იუვესთვის “გულანთებული” ელკანი. ელკანს და ლაპოსაც შენი იუვე სულ ცალ ფეხზე კიდიათ. ავოკატოსგან განსხვავებით ისინი მხოლოდ ფინანსურ მხარეზე აკეთებენ აქცენტს. საწყალი ბაბუ საფლავში ტრიალებს მაგათი შემხედვარე.

    სტადიონს რაც შეეხება. საერთოდ არც ფიქრობდა ელკანი ამაზე, ტავიდან ბოლომდე ბლანის წამოწყებული პროექტია იუვეს სტადიონი და მთელ ექსორის კამანდას ტვინს უხნავდა ტიპი მაგ სტადიონისთვის. ბოლოს მისმა ავტორიტეტმა როგორც დიდი ფინანსისტის თავისი გაიტანა და რა შედეგებიც მოიტანა ამ პროექტმა ყველა კარგადე ვხედავთ ახლა.

    1. ახალგაზრდა ანიელები ვიგულისხმე)) ჯონი და ლაპომ უდიდესი დახმარება გაუწიეს ფიატს და კატასტროფიდან იხსნეს,მარკიონესა და მონტეძემოლოსთან ერთად… და საერთოდ ანიელებმა აიყვენეს იუვე მაგ დონემდე და არ მოჯიმ.მოჯიმ თვითონაც აღიარა ბევრი რამ აზრი არა აქვს ახლა ამის განხილვას. დელპიეროს,ნედვედს და ტრეზეგეს კითხე და უკეთესად გეტყვიან რას წარმოადგენს მოჯი))) უძლიერესი მენეჯერი რომ იყო მაგაზე არაა საუბარი.

  18. მაგარი ჭკვიანი კაცია ელკანი პროსტა ტიპიური ბიზნესმენაი და მაგა ბლანის ნაირი კაცი მოწველის მარტო რომელიც დაუდებს სრულ ფინანსურ გეგმას აკაჩავებს დეტალებში აუხსნის ეს რა მოგებას მოიტანს და ასე შემდეგ როგორც ჟან კლოდ ბლანი შვებოდა და მისი დიდი ღვაჭლია დიდი კი არა მთლიანად მან ქნა სტადიონის გეგმა და ყველაფერი ფანების დაბრუნებაც სტადიონზე უპირველოსყოვლისა აქაც ბლანი უწევდა კორდინირებას ყველაფერს :forza:

    1. ძლივს რა…
      ელკანი რომ ნიჭიერი და წარმატებული ბიზნესმენია მაგას რათ უნდა საუბარი. ექსორი აბრამოვიჩებს და პსჟ-სიტის შეიხებს ერთად ჩაისვამს ჯიბეში იმხელა ბრუნვა აქვს.

      საქმე იმაშია, რომ იუვესთვის გული მაგათ არ ტკივათ და მათთვის იუვე ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტია.

      ჩვენ კიდე სახეზე გვაქვს გუნდი, რომელმაც ვერაფრით ვერ დაიბრუნა ჩვეული ავტორიტეტი… ტრანსფერებზე ჩაჯმა საშინლად ურტყამს ამ ყველაფერს. 10 წელი გავიდა კალჩოპოლიდან და ყოველწელს ერთსა და იგივეს იმეორებენ. მაგას რომ უნდოდეს იმის გაკეთება რასაც იძახის 1-2 წელიც საკმარისი იქნება ფინანსების გამოყოფის შემთხვევაში.

  19. ვახტანგ მაგარი თქვი მოჯი აყალბებდა მაშინ ანიელები აყალბებდნენ თორე მოჯი თუ არა შენ თუ მაგის გჯერა მოჯის ზევით ანიელები იყვნენ :lool: :lool: თან იუვენტუსი ოფიციალურად გაამართლეს მაქ საქმეში მოჯი სნაირი კაცი გვჭირდება იუვეში ანიელი კიდე ეხლაც ელკანის ფინია ძაღლია როგორც იტალიაში ჩახედული ხალხი ეძახის ელკანია ეხლა იუვეს თავიდა თავი ეგ კიდე ტორინოს ფანია :blin: :lool: :chuvak:

  20. ბუფონი არ იყო რომ გამოვიდა გულშემატკივრებს მოსთხოვა (კი არ სთხოვა)) ამდენი ხანია სიხარულებს გჩუქნით და პატარა ჩავარდნის უფლებაც რა გვაქვსო?? ყველა ყველაფერს კარგად ხედავს,მაგრამ ყველა გენიოსობს და ნებისმიერი გულშემატკივარი უფრო ჭკვიანი ყოფილა მაგათზე… თანადგომა კი ბუფონს სახვეწარი რომ გაუხდება)))

  21. იუვეს გულშემატკივერი როგორ შეიძლება მოჯის აღმერთებდეს და ანიელებს აგინებდეს?! მოჯი ჩემი კუმირი იყო თავის დროზე,მაგრამ რაც მაგან იუვეს დამართა… ფინანსური მახინაციები,მსაჯების მოსყიდვა,რაში სჭირდებოდა იუვეს? ეს ხომ ფაქტია? მოჯიმ და ჯირაუდომ დაღუპა იუვე. ყოველთვის გაწონასწორებული დელპიერო მოჯიზე გამწარებული იყო,ამბობდა ჩვენ მოედანზე მოვიპოვეთ ტიტულები და არ ვიყავით მაგის ღირსებიო! ანიელები კი მოვიდნენ და წუმპედან ამოათრიეს კლუბი,გახადეს ყველაზე პროგრესული,ააშენეს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი,როგორც ინგლისელები აღიარებენ,კლუბი 45 ადგილიდან მე-7 გაიყვანეს ფიფას რეიტინგით,ცდილობენ 5 უძლირესებში სტაბილურად გავიდნენ,მოიტანეს 4 სკუდეტო ლიგის ფინალი… და თურმე ესენი ყოფილან მოღალატეები და მოჯი მოსყვანი)))

      1. ან ჯანი ანიელის შესახებ და მისი და მოჯის ურთ-ის შესახებ? მოჯი ვინ იყო რა გგონია? ან ვისი დავალებებს ასრულებდა?
        აქ ამ საიტზე ჩემი დაწერილი სტატიებია ანიელების ისტორიაზე, რამდენიმე სტატიაა კალჩიოპოლის შესახებაც და თუ გადახედავ, ალბათ ასეთ კომენტარს აღარ დაწერ

    1. რა “მოვიდნენ ანიელები”
      ანიელები მანამდეც იყვნენ და ახლაც არიან.

      მოჯის თუ აბრალებ მორატას შეთქმულებებს რომელმაც მთელი იტალია აიყოლია ბოღმის გამო და სერია-ბ იუვეს ყველა დროის ყველაზე ძლიერ მენეჯერს აბრალებ, როგორც მინიმუმ არ ყოფილხარ საქმეში ჩახედული. რამდენი სასამართლო მოიგო მის მერე მოჯიმ იცი? წელეს წელეს დრო და გაუვიდა იტალიის კონსტიტუციით საქმეს ვადა.

      მე იუვენტუსის ფანი 90იანებიდან მოყოლებული, იმ იუვესი რომელიც მთელს ევროპას აზანზარებდა და სადაც ექსტრა კლასის მოთამაშეები კაშკაშებდნენ. დაპირებული ასტრონომიული სატრანსფერო ხარჯების ნაცვლად ნახევარს რომ არ ხარჯავენ და პლიუს ამ ყველაფერს სპორტული დირექტორი ყველა ტრანსფერზე რომ იჟვამს სადაც კონკურენცია გამოუჩნდება ამას ვერ ხედავს იუვესთვის “გულანთებული” ელკანი. ელკანს და ლაპოსაც შენი იუვე სულ ცალ ფეხზე კიდიათ. ავოკატოსგან განსხვავებით ისინი მხოლოდ ფინანსურ მხარეზე აკეთებენ აქცენტს. საწყალი ბაბუ საფლავში ტრიალებს მაგათი შემხედვარე.

      სტადიონს რაც შეეხება. საერთოდ არც ფიქრობდა ელკანი ამაზე, ტავიდან ბოლომდე ბლანის წამოწყებული პროექტია იუვეს სტადიონი და მთელ ექსორის კამანდას ტვინს უხნავდა ტიპი მაგ სტადიონისთვის. ბოლოს მისმა ავტორიტეტმა როგორც დიდი ფინანსისტის თავისი გაიტანა და რა შედეგებიც მოიტანა ამ პროექტმა ყველა კარგადე ვხედავთ ახლა.

  22. შესაბამისი ნაბიჯებია საჭიროო რომ ამბობ, გადაგედა მერე სატრანსფერო ბაზარზე, ჩვენ რომ მოგვიწდებ :lool:
    ჩვებ შესაბამისი ნაბიჯებით ნელ ნელა გასწორებტ მიწასთან და კრიტიკის ცეცხლში გახვევთ, მეტი არ გვძალვიძს :lool:

  23. ბოსი გამოჩნდა ბლანი არ უნდა გაგეშვა ბოსს :chuvak: იმედია პარატიჩი ბრუციანის დუეთს გახეკ გუნდიდან ალეგრიზე არ ვიცი რა ვთქვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ალეგრის დარჩენა წასვლა არცერთი არ გამაკვირვებს თუ მომდევნო ტურში ნაპოლიში დადებითი შედეგი ვერ დავდეთ

Leave a Reply to ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.